saqarTvelos qedebi - niCbisis seri

 

თრიალეთის ქედის ჩრდილოეთი განშტოება, მდინარეების ხეკორძულისა და ნიჩბისწყლის (მტკვრის მარჯვენა შენაკადები) წყალგამყოფი. იწყება ნატბეურის მთიდან (1560 მ) და მთავრდება სამხრეთით 632,5 მ სიმაღლის მაღლობით. აგებულია პალეოცენური და შუაეოცენური ტუფ-ბრექჩიებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ანდეზიტური ტუფ-ბრექჩიებით, კონგლომერატებით, ქვიშაქვებიღ და თიხებით, აგრეთვე ზედაცარცული კირქვებით, მერგელებითა და ფერადი თიხებით. კალთები ძლიერ დახრილია, შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით (მუხნარი, მუხნარ-რცხილნარი, წიფლნარი), სამხრეთი მონაკვეთი - ჯაგრცხილნარითა და ჯაგეკლიანი ბუჩქნარით.